Робота для біженців з України
საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9;
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** დოკუმენტაციის მიღება, რეგისტრირება და დანიშნულებისამებრ გადამისამართება;
** შემოსული დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა, ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმება, დროული განხილვა და ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
** გასული დოკუმენტების სათანადო წესით დამუშავება, გაგზავნა;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის, აკადემიური საბჭოების ოქმების, მემორანდუმებისა და რექტორის ბრძანებების აღრიცხვა;
** დოკუმენტების ასლების დაინტერესებულ პირებზე დადგენილი წესით გაცემა;
** საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრებში უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის სრული და სწორი ასახვა;
** უნივერსიტეტის სტუდენტთა რეესტრში არსებული ინფორმაციის მონიტორინგი და სისწორის უზრუნველყოფა (სტუდენტის სტატუსი, საგანმანათლებლო პროგრამა, პირადი მონაცემები);
** კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მომზადება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდების მიზნით;
** არქივისთვის ჩასაბარებელი საქმეების ფორმირება და გაფორმება;
** დოკუმენტაციის დაარქივებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენა (მინიმუმ B1).

კომპეტენცია და უნარები:

** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე დახვეწილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე