Робота для біженців з України
შეკვეთის ამწყობი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთის ამწყობი
მომწოდებელი: მწვანე ჰაბი
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
"მწვანე ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთის ამწყობის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. 186
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი (შესრულებული შეკვეთების მიხედვით, თვეში საშუალოდ 1500-2000 ლარამდე საბონუსე სისტემის გათვალისწინებით)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (06:00 - 15:00)
დასვენება: კვირაში 1 დღე

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც იმუშავებს შეკვეთების დამუშავებასა და სრულად მომზადებაზე გადაზიდვისთვის.

"მწვანე ჰაბი" საქართველოს ბაზარზეა 2019 წლიდან და უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების მიწოდებას სკოლების, ბაღების, კაფეების, რესტორნებისა და სხვა ობიექტებისთვის. ჩვენ ვამაყობთ მაღალი ხარისხით, სიზუსტით და პარტნიორებზე ორიენტირებული მომსახურებით.

ძირითადი მოვალეობები:

** დისტრიბუციისათვის საჭირო პროდუქციის შეკვეთების სწორად და დროულად აწყობა
** რაოდენობისა და სახეობის კონტროლი
** ვადების კონტროლი
** პროდუქციის დასაწყობება
** საწყობის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** დროის მართვისა და სწრაფად მუშაობის უნარი
** ფიზიკური გამძლეობა და ყურადღების კონცენტრაცია
** გუნდთან მუშაობის უნარი

გახდი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და შემოუერთდი მზარდ კომპანიას!

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ ნომერზე: 577301271 ან 592209921 ან ელფოსტაზე: Logistics.green2020@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე