დასახელება:
1C სისტემის ადმინისტრატორის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
მზიური
|
გამოქვეყნდა: 09 ივლისი
/ ბოლო ვადა: 09 აგვისტო
|
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორის საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში 1C სისტემის ადმინისტრატორის თანაშემწის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სააღრიცხვო პროგრამა 1С-ში მუშაობის გამოცდილება
** ექსელის საშუალო დონეზე ცოდნა
** ახალი სავაჭრო წერტილების დარეგისტრირება
** სავაჭრო წარმომადგენლებისგან მიღებული დავალებების დამუშავება/გასწორება პროგრამაში
** მომხმარებლების Master Data-ს სისწორის უზრუნველყოფა
** მონაცემთა ბაზების შედარებები
** სხვადასხვა დავალებები ადმინისგან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია 1C პლატფორმის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სავაჭრო ან სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება
სხვა უნარები:
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
** ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - 1C სისტემის ადმინისტრატორის თანაშემწე.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|