Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648875&print=yes&view=jobs
 
სასტუმროს ბარ-რესტორნების სერვისისა და გაყიდვების მენეჯერი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ბარ-რესტორნების სერვისისა და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო გუდაური მარკო პოლო
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
"MP Group Hospitality" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში. ჩვენი ისტორია გუდაურში მდებარე ისტორიული სასტუმრო "მარკო პოლოთი" იწყება და დღეს უკვე მოიცავს სასტუმროებს, ჰოსტელებს, შალეებსა და après-ski სივრცეებს, სადაც ყოველი ობიექტი თავის უნიკალურ ისტორიას ყვება. ამ ისტორიებს კი ის ადამიანები ქმნიან, ვინც MP Group Hospitality-ის ნაწილია.

"MP Group" ერთიან ბრენდად 2018 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის პატივისცემა და ადამიანზე ორიენტირებული სტუმარმასპინძლობა.

ჩვენი ქვე-ბრენდებია:

** სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
** სასტუმრო ალპინა გუდაური
** ხადა ჰოსტელი
** ხიჟინა
** პურის მოედანი ბუტიკ სასტუმრო

ვაკანსიის შესახებ:

სასტუმრო "მარკო პოლოს" ბარ-რესტორნების სერვისის და გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს რესტორნისა და ბარის სივრცეების ყოველდღიური საოპერაციო პროცესის მონიტორინგი, ხარისხის და სტუმრის კმაყოფილების მუდმივი კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის და მიღებული სტანდარტების შესაბამისად
** ობიექტზე არსებული რესტორნისა და ბარის სივრცეების პოპულარიზაციის და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო სტრატეგიის ჩამოყალიბება/ხელმძღვანელობა, გაყიდვების ზრდისა და შესასრულებელი ბიუჯეტის გადაჭარბების სტიმულირება
** სერვისის შეუფერხებელი მიმდინარეობისა და სტუმრების მაღალ დონეზე მომსახურების უზრუნველყოფა.
** მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი, საკვებსა და მომსახურების ხარისხზე სტუმრების უკუკავშირის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მათზე რეაგირება და პრობლემის გადაჭრა;
** შეკვეთაზე გასატანი კერძების ვიზუალისა და სტანდარტის კონტროლი;
** სასტუმროში არსებული სარესტორნო და საბანკეტო სივრცეების, ბარისა და ოთახებში მომსახურების მიმართულებით დასაქმებულ თანამშრომელთა გუნდის მართვა
** სერვისის სტანდარტების, სტუმართან კომუნიკაციის, ეტიკეტისა და გაყიდვების ტრენინგის ჩატარება, რეგულარული მონიტორინგი და გასავითარებელ ასპექტებზე მუშაობა
** თანამშრომელთა შეფასება, სისტემატური, კონსტრუქციული უკუკავშირის გაზიარება და სათანადო რეაგირება მათი საჭიროებების გათვალისწინებით
** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების მართვა, სამუშაო საათების აღრიცხვა და სათანადო ანგარიშების მომზადება
** ახალ თანამშრომელთა შერჩევის პროცესში მონაწილეობა და ონბორდინგში ჩართულობა
** სერვისისა და სამზარეულოს გუნდების კოორდინირებული მართვა საბანკეტო ღონისძიებების კუთხით
** მარაგების, დანაკარგებისა და გადაცდომების კონტროლი, სათანადო რეაგირება საჭიროებისამებრ
** HACCP-ის სტანდარტების დაცვა და შესაბამისი სამუშაოების წარმოება, ასევე სურსათის უვნებლობის შესაბამისი სტანდარტების ** დაცვა და თანამშრომლების დატრენინგება აღნიშნული სტანდარტების დაცვისა და ცოდნის მიმართულებით.

მოთხოვნები და უნარები:

** სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** F&B მიმართულებით სერვისის მენეჯერის, F&B მენეჯერის და/ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია