Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648863&print=yes&view=jobs
 
იურისტის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტის თანაშემწე
მომწოდებელი: თბილისის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" დიდ დიღომში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს 2018 წლიდან. სკოლის სასწავლო პროგრამები გამდიდრებულია უახლესი ევროპული და ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტებითა და სწავლების მეთოდებით.

ჩვენთან დაგხვდებათ მოსწავლისა და მასწავლებლის განვითარებაზე ორიენტირებული კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემო, თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით.

შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, სოფელი ზურგოვანი. თავისუფლების ქუჩა #10.საკონტაქტო ნომერი: + (995) 591 437799.

სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 17:00 საათამდე
დასვენება: შაბათ-კვირა და უქმე დღეები
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
ვაკანსია: იურისტის თანაშემწე (სკოლაში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით — ბაკალავრის ხარისხი (სამართლის მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განვითარების ტრენინგები სამართლის ან განათლების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება განათლების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

იურისტის თანაშემწე მოქმედებს სკოლის იურისტთან შეთანხმებით და ასრულებს შემდეგ ამოცანებს:

** ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას განათლების სფეროში სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმოწერისთვის;
** უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების დროულ ინფორმირებას განათლების საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და განკარგულებების შესახებ;
** მონაწილეობს სამართლებრივი დოკუმენტების (ბრძანებები, ხელშეკრულებები, ოქმები) შექმნასა და მათ რედაქტირებაში;
** ასრულებს სკოლის დირექტორისა და იურისტის მიერ მინიჭებულ სხვა დავალებებს, რომლებიც საჭიროა სკოლის უწყვეტი და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.

პიროვნული უნარები:

** კოლეგიალობა და გუნდურობა
** დამაჯერებლობა
** მოლაპარაკების უნარი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე: info@tis.edu.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია