Робота для біженців з України
სავალი ნაწილების ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავალი ნაწილების ხელოსანი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
"ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სავალი ნაწილების ხელოსნის პოზიციაზე.

"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის სავალი ნაწილის დიაგნოსტიკა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის სავალი ნაწილის სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების / ტექნიკის აწყობა;
** დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ანაზღაურებადი მივლინებით გამგზავრება მობილური სერვისით მომსახურების გასაწევად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია საშუალო ან/და სპეციალური სახელობო განათლება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე