Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი - მისაქციელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

მეღვინეობა ხარებას ჰოლდინგში შემავალ ერთ-ერთი კომპანიაში გვაქვს ვაკანსია მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საქართველო, მცხეთის რაიონი, სოფ. მისაქციელი (თანამშრომლებს ემსახურება ტრანსპორტი)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 3500 ლარი (6 თვიანი გამოსაცდელი ვადა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ბუღალტრული ოპერაციების წარმოების კონტროლი
** დებიტორ-კრედიტორების, სასესხო ვალდებულებების და ფინანსური იჯარის ოპერაციების დარიცხვის შემოწმება დადგენილი სტანდარტისა და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით
** სასაქონლო მატერიალური მარაგების, საბუღალტრო და სასაწყობო ნაშთების სისწორის, ასევე ძირითადი საშუალებების აღრიცხვიანობის კონტროლი
** წარმოებისა ოპერაციების სისწორის კონტროლი
** ხარჯებისა და მასალა-ნედლეულის ჩამოწერის ოპერაციების სისწორის კონტროლი
** ყოველთვიურად საბუღალტრო ბაზის გადახურვა, ე.წ თვის დახურვის ოპერაციები დადგენილ ვადაში
** დეკლარაციების მის პროგრამულ ბაზასთან შესაბამისად და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მომზადება და წარდგენა
** საფინანსო ინსტიტუტებთან, სტატისტიკის დეპარტამენტთან, ფინანსთა სამინისტროსთან, აუდიტორულ კომპანიებთან და სხვა უწყებებთან კომუნიკაცია-თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (1C);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მცირე გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: k.korsantia@winerykhareba.com და vacancy@winerykhareba.com. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე