Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648826&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი
მომწოდებელი: ტექნეტი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

"ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის სამუშაო სივრცის ტექნიკურად გამართვა;
** მომხმარებლის სამუშაო სივრცის პროგრამულად გამართვა საჭირო პროგრამებით;
** სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია/მონტაჟი;
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია, შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** კონსულტაცია სატელეფონო და დისტანციური წვდომის პროგრამების საშუალებით;
** კომპიუტერზე წარმოქმნილი პრობლემების გამოკვლევა და რეაგირება;
** დაზიანებული ოპერაციული სისტემების აღდგენა/ახალი ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** მომხმარებლების აქტივ დირექტორიაში გაწევრიანება.

პროფესიული უნარები:

** კომპიუტერების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო ცოდნა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და გამართვა;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია.
** ქსელური სადენების და აპარატურული მონტაჟი.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხარტი აზროვნება;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (1 სთ შესვენება)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "IT ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია