Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648816&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე
ანაზღაურება: ფიქსირებული 4000 ლარი + ბონუსი

სამუშაოს აღწერა:

** სუსტი დენების მიმართულებით წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის (საპროექტო ნახაზები, გეოლოგია, ხარჯთაღრიცხვა, სამშენებლო გეგმა-გრაფიკი და სანებართვო ნაწილი) საფუძვლიანი შესწავლა;
** სუსტი დენების მიმართულებით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ობიექტზე არსებული მდგომარებით და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, სამუშაოთა მოცულობების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
** სუსტი დენების მიმართულებით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ობიექტზე არსებული მდგომარებით და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით შესაბამისი ხარჯთაღრიცხვების მომზადება;
** ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული სამონტაჟო მასალების/მოწყობილობების დეტალური ტექნიკური მონაცემებისა და ერთეულის ფასების შესწავლა, მათი საბაზრო ფასებთან შედარება;
** სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას სხვადასხვა საპროექტო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება, შესწავლა და პროექტზე ზემოქმედების განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
** ინფრასტრუქტურულ სამშენებლო ობიექტებზე ტექნიკურ (როგორც დაგეგმილი, ასევე მოულოდნელი ვიზიტების განხორციელება) და ფინანსური მონიტორინგის წარმოება;
** შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ფორმა #2, ფორმა #3, მიღება-ჩაბარებები და სხვა) მომზადება, გაცნობა, შენახვა და პასუხისმგებელ პირებსა და განყოფილებებზე გადაცემა/გაზიარება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; ასევე ტექნიკური რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით;

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** სახანძრო სიგნალიზაციის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Project, Outlook);
** CAD (AutoCad; ArchiCad) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
** ხარჯთაღრიცხვებთან და ფორმა-2-ებთან მუშაოების გამოცდილება;
** სამშენებლო - ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** მართვის მოწმობა (B; B1).

პიროვნული თვისებები / უნარები:

** საქმიანობის სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი და პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი და სხარტი აზროვნება;
** ტექნიკური მიმართულებით ინფორმაციის ოპერატიულად ათვისების უნარი;
** სოციალურად გახსნილობა და კოლეგიალურობა;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@elplus.ge
წერილის სათაურში სავალდებულოა ვაკანსიის დასახელების მითითება: "ტექნიკური მენეჯერი" რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია