Робота для біженців з України
ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
"აჭარა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოფიცრის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ვიდეო მონიტორინგის განხორციელება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მომხდარი დარღვევების დაფიქსირება;
** უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დადგენილი დარღვევების მონიტორინგი, პრევენცია და აღკვეთა.
** კომპანიის ობიექტების ტერიტორიაზე საფრთხისა და რისკის შემცველი გარემოების მიმართ მყისიერი რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პირებისათვის, მათ შორის უსაფრთხოების ოფიცრებისთვის;
** უსაფრთხოების დადგენილი ნორმების დარღვევების გამოვლენა და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება;
** სახანძრო უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი და რეაგირება;
** კრიზისული სიტუაციების მართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** გამოვლენილი დარღვევების შესახებ ანგარიშის მომზადება;
** ნებისმიერი სახის ინციდენტის დაფიქსირების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფა: საპატრულო პოლიციის, სახანძრო და სამედიცინო დახმარების გამოძახება საჭიროებიდან გამომდინარე;
** უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად ვიდეო ჩანაწერის გადამოწმება/ინფორმაციის მოკვლევა;
** კოლეგისთვის ცვლის გადაბარების პროცესში დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაო პროცესში შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დადგენილი რეკომენდაციების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სხვა თანამშრომლის მოვალეობებს მისი არყოფნის პერიოდში;

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მოთამაშე;
** პრობლემების მყისიერი აღმოფხვრის უნარი;
** დაკვირვებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/0gPQ45ak2L
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე