დასახელება:
უსაფრთხოების ოფიცერი
|
მომწოდებელი:
Tourinvest Group
|
გამოქვეყნდა: 09 ივლისი
/ ბოლო ვადა: 09 აგვისტო
|
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე ბელვიუ რეზიდენს ბათუმში.
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება შენობა/ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
** შენობა/ობიექტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** კომპანიის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის პერიოდული შემოვლა/დათვალიერება;
** გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები; გაატაროს პრევენციული ღონისძიებები;
** იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;
** მოახდინოს კამერების მონიტორინგი;
** ნებისმიერ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოახდინოს სწრაფი რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება და ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს;
** უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ბათუმი
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: 1200
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
** კვებითი უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, რესტორან "Pelion", Eforea Spa
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში
კომპანიის შესახებ:
"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|