Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648757&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება HR დეპარტამენტში
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
ჩვენ შესახებ:

"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისსა და რეგიონალურ ოფისებში. ირაო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო და კულტურა, სადაც თითოეული მათგანი დაფასებულია და აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამას ადასტურებს საერთაშორისო The Great Place to Work® სერტიფიკატი, რომლის მოპოვებითაც ოფიციალურად მოგვენიჭა "საუკეთესო სამუშაო ადგილის" სტატუსი.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
სტაჟირების ანაზღაურება: 600 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმების პერსპექტივას სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებას HR სფეროში;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მართვა და მონიტორინგი;
** ონბორდინგ შეხვედრების ორგანიზება;
** ტრენინგების ორგანიზების პროცესში ჩართულობა და მხარდაჭერა;
** ადაპტაციის პროგრამის განვითარების კუთხით პროცესებში ჩართულობა;
** თანამშრომლების შერჩევის პროცესში ჩართულობა: რეზიუმეების გადარჩევა, პოტენციურ კანდიდატებთან დაკავშირება, პირველადი გასაუბრების დაგეგმვა და ჩატარება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** არასრული უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ირაო გისურვებთ წარმატებას!

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია