Робота для біженців з України
მერჩენდაიზერ-ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერ-ტექნიკოსი
მომწოდებელი: ბიდი კომპანი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) Nefis, Dr.Otker, Confitrade, Sladonezh ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

"ბიდი კომპანი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერ-ტექნიკოსის პოზიციაზე თბილისში.

** სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: 1000 ლარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მოწყობილობების მონტაჟი სავაჭრო ობიექტებში;
** მერჩენდაიზინგის კონტროლი.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge 30 ივლისის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ბიდი კომპანიის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე