Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ტექნოკრედიტი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"ტექნოკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 35-40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი ხელზე ასაღები + საბონუსე სისტემა (300-400)

კომპანია "ტექნოკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია "ტექნოკრედიტი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.

ვებ-გვერდი: https://technocredit.ge

კომპანიის ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომფორტული სამუშაო გარემო
** განვითარების საშუალება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მსესხებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მსესხებლის ინფორმირება, განმარტება და ხელშეკრულების პირობების გაცნობა;
** დასალობმარდებელი ნივთის შემოწმება, დაზიანებისა და გაუმართაობის აღმოჩენა;
** დასალომბარდებელი ნივთის შეფასებისთვის კომუნიკაცია შემფასებელთან;
** ხელშეკრულების გაფორმება და ყველა საჭირო დოკუმენტაციის არსებობის უზრუნველყოფა;
** დალომბარდებული ნივთების შენახვა სათანადო პირობებში, შეფუთვა, დანომვრა და დროებითი შენახვის ადგილზე განთავსება;
** ნაღდი ფულის მართვა, დათვლა, აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი.

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:

** აკადემიური განათლება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი განახლებული CV ელ.ფოსტაზე vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2025 წლის 10 აგვისტომდე.

გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე