Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ინდუსტრიუმი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
კომპანია ინდუსტრიუმი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ინდუსტრიუმი არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ინდუსტრიული მასალებისა და სერვისების ერთიან გადაწყვეტას სთავაზობს მომხმარებელს. უკვე 10 წელზე მეტია მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ინდუსტრიულ მასალას და სერვისს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ურთიერთობა ღირებულია, სწორედ ამიტომ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო პროდუქტი და სერვისი, რომელიც გვაქცევს სანდო და ერთგულ პარტნიორად.

https://www.facebook.com/profile.php?id=61575640111930

გაყიდვების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის სპეციფიკაციაში გარკვევა და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** შემოსული შეკვეთების მიღება ცხელი ხაზის, სოციალური ქსელებისა (Facebook/Instagram) და სხვა არხების მეშვეობით;
** მომხმარებლისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა და საჭირო პროდუქტის რეკომენდაცია;
** კლიენტებთან ურთიერთობა სრული გაყიდვების სრული პროცეის განმავლობაში - შეკვეთის მიღება, შეთავაზება, დეტალების დაზუსტება, კომუნიკაცია საწყობთან და მიწოდების კოორდინაცია;
** საბუთების მომზადება და გაყიდვების ბაზაში ასახვა;
** ბაზრის და კონკურენტების პერიოდული მონიტორინგი, აქტიური გაყიდვების ხელშეწყობა;
** გაყიდვების გეგმების შესრულებაზე ორიენტირება და პოტენციური კლიენტების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკურ პროდუქციასთან მუშაობის გამოცდილება (მაგ., სამშენებლო/ლითონის მასალები);
** კომუნიკაციის უნარი და კლიენტებზე ორიენტირებულობა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური - უპირატესობად ჩაითვლება;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel);
** სოციალური ქსელებით კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (კვირა დღე დასვენება)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) არაუგვიანეს 2025 წლის 31 ივლისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@industrium.ge (მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება) ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე: 555 47 55 37

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე