Робота для біженців з України
ლოჯისტიკის ოპერატორ-მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის ოპერატორ-მენეჯერი
მომწოდებელი: ბიდიეს ლოჯისტიკი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ბიდიეს ლოჯისტიკი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერატორ-მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო საათები: 10:00-19:00

განათლება/პროფესიული გამოცდილება:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა, როგორც საკომუნიკაციო, ისე წერითი.

ძირითადი მოვალეობები:

** მანქანების დატვირთვის და ტრანსპორტირების დაგეგმვა და უზრუნველყოფა
** კომპანიის ლოჯისტიკური საქმიანობის გამართულად წარმართვა
** მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა
** სანდო პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება მათთან;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
ანაზღაურება: გამოცდილების და მოლაპარაკების შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: m.darsadze@bds-logistic.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ლოჯისტიკის მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე