Робота для біженців з України
დაწყებითი და საბაზო საფეხურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაწყებითი და საბაზო საფეხურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.

ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას.

შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები.

"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს დაწყებითი და საბაზო საფეხურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

"ათასწლეულის სკოლის" ხელმძღვანელი:

ხელმძღვანელი არის გუნდის ლიდერი, რომელიც მხარს უჭერს მასწავლებლებს სწავლა-სწავლების პროცესში და ზრუნავს მოსწავლეებისთვის თანაბარი, უსაფრთხო და განვითარებისკენ ორიენტირებული გარემოს შექმნაზე.
თანამშრომლობს საფეხურის მასწავლებლებთან, კლასის დამრიგებლებთან, საგანმანათლებლო და ფსიქოლოგთა გუნდებთან ერთიანი ხედვის ჩამოსაყალიბებლად.

ქმნის პლატფორმას რეფლექსიისა და უკუკავშირისათვის, რათა სტრატეგიების დაგეგმვა და რეაგირება თანმიმდევრულ კომუნიკაციაზე დაფუძნებულად მოხდეს ყველა რგოლთან.

უზრუნველყოფს სწავლა-სწავლების პროცესის უწყვეტ მონიტორინგს, თანამშრომლობს მასწავლებლებთან და საგანმანათლებლო გუნდთან, რათა ერთობლივად დაგეგმოს და განახორციელოს მიზანმიმართული ინტერვენციები აკადემიური პროგრესის გასაძლიერებლად.

ახდენს მოსწავლეთა საჭიროებების სისტემატურ ანალიზს — როგორც აკადემიური, ასევე სოციალური და ემოციური მიმართულებებით — და უზრუნველყოფს შესაბამისი სტრატეგიების დანერგვას.

ხელს უწყობს ისეთ სასწავლო მიდგომების დანერგვასა და გავრცელებას, რომლებიც მოსწავლეზეა ორიენტირებული, ითვალისწინებს მათი ინტერესებისა და უნარების მრავალფეროვნებას და ხელს უწყობს აქტიურ, ინკლუზიურ და ინოვაციურ სწავლა-სწავლების პროცესის შექმნას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეული, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org

აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 30 ივლისისა.

განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.

სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე