Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648707&print=yes&view=jobs
 
ჩინური ენის თარჯიმანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩინური ენის თარჯიმანი
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ჩინური ენის თარჯიმნის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი, თბილისის ზღვის პლაზა.
ანაზღაურება: 2000 ლარი (NET)
გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის ფარგლებში დოკუმენტაციის თარგმნა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მხარისთვის მათი მიწოდება;
** დადასტურების და ბეჭდის დარტყმის შემდეგ ბანკში საბოლოო გადარიცხვის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჩინური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (HSK3-4)
** სასურველია საოფისე პროგრამებთან (excel) მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აქტიურობა და სისწრაფე;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე კონცენტრირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
** Fit-pass-ს.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2025 წლის 18 ივლისის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია