Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648695&print=yes&view=jobs
 
დღის მოლარე-კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ექსპრეს ქსელი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე გეგუთში (ფილიალი არის გეგუთის ციხეში).

შპს "ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 100 -მდე ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, სოფ.გეგუთი (გეგუთის ციხე)
სახელფასო რეინჯი: 1050 ლარი (net) + ბონუსი,
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00, შაბათი 09:00-14:00.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის ვადის კონტროლის მუდმივი უზრუნველყოფა;
** სალარო ოპერაციების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr.info@expresschain.ge ან დაგვიკავშირდით 577 23 97 66 (10:00 საათიდან 18:00 საათამდე).

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მოლარე-კონსულტანტი გეგუთის ციხეში

შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია