დასახელება:
პოს ტერმინალების ინჟინერი
|
მომწოდებელი:
გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
|
გამოქვეყნდა: 09 ივლისი
/ ბოლო ვადა: 09 აგვისტო
|
ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას ბორჯომში - პოს ტერმინალების ინჟინრის თანამდებობაზე.
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:
** "POS-Terminal"-ის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა/ინსტალაცია;
** POS Terminal-ების ობიექტებზე განთავსება, მერჩანტების/კლიენტების გადამზადება-კონსულტაცია;
** პრობლემური გარემოს დროული განსაზღვრა და ანალიზი. ინციდენტებზე რეაგირება/ინფორმირება კორპორატიული პოლიტიკის და სტანდარტების გათვალისწინებით.
განათლება და გამოცდილება:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია კომპიუტერული სისტემის ზოგადი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის მინიმალური დონის ფლობა;
** "B" კატეგორიის მართვის მოწმობა და მანქანით ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობა კომპანიის ან საკუთარი ავტომობილით.
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** პიროვნული თვითგანვითარება, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა.
ანაზღაურება - ცოდნის და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ივლისი, 2025 წელი
შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 777 222
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
|
|
|
|