Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648663&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორი - რეზერვი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი - რეზერვი
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
"მეგატექნიკა" უკვე 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.

"მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, Philips, Whirlpool, Indesit, Acer და სხვა.

"მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მოლარე-ოპერატორის (რეზერვი) პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 4 დღე, დღეში 8 საათი. პოზიცია გულისხმობს ორსულობისა და მშობიარობის დროს შვებულების პერიოდში, თანამშრომლის ჩანაცვლებას მინიმუმ 6 თვის პერიოდით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების, პროდუქციის გადაადგილებისა და სხვა ელექტრონული ოპერაციების შესრულება;
** მიღებული შეკვეთების 1C პროგრამაში გატარება;
** ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებთან (RS.ge) მუშაობა;
** ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების უზრუნველყოფა, განვადების/გადარიცხვით ანგარიშსწორებისას შესაბამისი პროცედურების დაცვა;
** პროდუქციის უკან დაბრუნებისას ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
** საგარანტიო ხელშეკრულების გამოწერა;
** ფილიალში შემოსული ელფოსტის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორინტირებულობა:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "მოლარე-ოპერატორი - ბათუმი (რეზერვი)"

"მეგატექნიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია