Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648652&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ინდუსტრიუმი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
კომპანია "ინდუსტრიუმი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ინდუსტრიუმი არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ინდუსტრიული მასალებისა და სერვისების ერთიან გადაწყვეტას სთავაზობს მომხმარებელს. უკვე 10 წელზე მეტია მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ინდუსტრიულ მასალას და სერვისს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ურთიერთობა ღირებულია, სწორედ ამიტომ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო პროდუქტი და სერვისი, რომელიც გვაქცევს სანდო და ერთგულ პარტნიორად.

https://www.facebook.com/profile.php?id=61575640111930

საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და მართვა, მათ შორის:
** საქონლის მიღება, აღწერა და სწორად დასაწყობება;
** შიდა ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა და კონტროლი (საქონლის გადაადგილება, შეკვეთების კომპლექტაცია და გაცემები);
** მიღებული პროდუქციის შედარება შესყიდვის დოკუმენტაციასთან (ინვოისებთან) და ფაქტობრივი ნაშთების გადამოწმება;
** იმპორტირებული საქონლის მიღებისას რეალური რაოდენობების, მეტრაჟებისა და შეფუთვის დათვლა და შესაბამის დოკუმენტაციასთან შეჯერება;
** საწყობში არსებული ნაშთების მუდმივი კონტროლი და გადამოწმება;
** საწყობიდან საქონლის გაცემისა და რეალიზაციის პროცესში ჩართულობა, საჭირო დოკუმენტაციის გამართვა და გაყიდვების ჯგუფთან კოორდინაცია;
** მარაგების მინიმალური და ოპტიმალური დონეების განსაზღვრა და შესყიდვების განყოფილებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** ყოველთვიური და საჭიროების შემთხვევაში არაგეგმური ინვენტარიზაციის დაგეგმვა, განხორციელება და მონაცემების დაზუსტება;
** ბაზაში (საწყობის პროგრამაში) ინფორმაციის დროული და ზუსტი ასახვა - მიღება, გაცემები, ნაშთები, გადაადგილებები;
** საწყობის სივრცის ოპტიმიზაცია და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (კვირა დღე დასვენება)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) არაუგვიანეს 2025 წლის 25 ივლისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@industrium.ge (მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება) ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე: 555 47 55 37

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია