Робота для біженців з України
ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე.

კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპენტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო დრო: დღის ცვლა, ცვლიანობის განრიგით, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ მეფის გამზ.11

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:

** ონლაინ რეჟიმში ჩართულ ვიდეო კამერებთან მუშაობის გამოცდილებით;
** ყურადღებიანს და დეტალებზე ორიენტირებულს;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დამკვეთის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე უწყვეტი ვიდეო მონიტორინგის განხორციელება;
** თანამშრომლებისა და სტაჟიორების გადაადგილების და შინაგანაწესის შესაბამისად სამუშაო სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
** მომხმარებელთა/კლიენტთა (უცხო პირთა) შემოდინების და მათ გადამისამართების კონტროლი;
კონფლიქტური სიტუაციების კონტროლი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში შემდეგ ნომერზე: 577 183 800

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 31 ივლისი.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო "ლიდერ კრედიტში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო "ლიდერ კრედიტმა" შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე