Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648639&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე.

კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე

გრაფიკი: ცვლიანობის განრიგით, სამ დღეში ერთხელ მორიგეობით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ მეფის გამზ. N11
ანაზღაურება: 1000 ლარი., ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევებია:

** სამხედრო ან/და სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება;
** მაიორი ან/და ზემდგომი წოდება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** დასაცავ ობიექტზე /ორგანიზაციის ოფისის შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის, დროული იდენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში შემდეგ ნომერზე: 577 52 46 56

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 31 ივლისი.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებმისამართზე: http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "მისო ლიდერ კრედიტში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია