Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648603&print=yes&view=jobs
 
სტიუარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
სასტუმრო "Glarros Old Town" მდებარეობს თბილისის ცენტრში, კოტე აფხაზის ქ. 15 (თავისუფლების მოედანთან ახლოს). "Glarros Old Town" სტუმრებს სთავაზობს 75 დიზაინერულად მოწყობილ ელეგანტურ ნომერს. სასტუმროში განთავსებულია 1 რესტორანი და ღია ტიპის კაფე-ტერასა, რომელიც სტუმრებს საუზმისა და "ა ლა კარტ" მენიუს მომსახურებას სთავაზობს.

სასტუმრო "Glarros Old Town" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დეპარტამენტში, სტიუარდინგის სექციაში, სტიუარდის პოზიციაზე.

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (5/2)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ფიტპასს;
** 9 სთ ცვლებში მუშაობას (1 სთ შესვენება).
** ანაზღაურება - 1100 ლარი (გადასახადების დაქვითვის შემდგომ, ნეტი თანხა).

სტიუარდის მოვალეობები:

** პასუხისმგებელია სამზარეულოში ყველა სახის ჭურჭლის, მჭრელი ინსტრუმენტების, ქვაბების და ტაფების ჰიგიენურობასა და სისუფთავეზე;
** სამზარეულოს ყველა ინვენტარის აღრიცხვა (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.)
** ინსტრუქციების დაცვა (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭიქების რეცხვა და ა.შ.).
** სარეცხი საშუალებების და ქიმიკატების გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
** სამუშაო ადგილას, სისუფთავის დაცვა და უზრუნველყოფა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) e.machavariani@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " სტიუარდი", რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

სასტუმრო "Glarros Old Town" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია