დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 09 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 ივლისი
|
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომლების და სტუმრების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და მის საზღვრებს გარეთ;
** მათ შორის ექსპედიცია კარვებით, ტრანსპორტირება მიუვალ, რთულ გზებზე;
სამუშაო პირობები:
** არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი; (მაგ: ექსპედიციის ხანგრძლივობა რამდენიმე დღე, ინსტიტუტის სტუმრების მასპინძლობა, დახვედრა და გაცილება ნებისმიერ დროს);
** ხელფასი: 1500 ლარი (დარიცხული თანხა); 1176 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
ძირითადი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** მიუვალ, რთულ გზებზე ტრანსპორტირების გამოცდილება;
** საზღვარგარეთის პასპორტის ქონა;
ქცევითი კომპეტენციები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV 2025 წლის 16 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: earthscience@iliauni.edu.ge.
აპლიკაციის გამოგზავნისას, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი"
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|