დასახელება:
სტაჟირება - პროდუქტის მენეჯერი/მენეჯერის ასისტენტი/მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პროჯექტ ფოლი
|
გამოქვეყნდა: 09 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
კომპანია "პროჯექტ ფოლი", რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე დეკორატიული ლესვის, სარემონტო და ინტერიერი დიზაინის სამუშაოს მიმართულებით, აცხადებს სამთვიან სტაჟირებას დასაქმების შესაძლებლობით შემდეგ პოზიციებზე:
1. სტაჟირება პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტებზე ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
** ახალი პროდუქტის შექმნისა და განვითარების პროცესის მართვა;
** არსებული ფასების ოპტიმალურობისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზი;
** კონკურენტების ფასებისა და პროდუქტების კვლევა;
** ქართულ და უცხოურ ბაზარზე საჭირო მასალების მოძიება;
** არსებული პროდუქტების განვითარებაში მონაწილეობა;
** არსებული და ახალი პროდუქტის რეალიზაციაში მონაწილეობა;
** პოტენციური პარტნიორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია.
2. სტაჟირება მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** შეხვედრების დაგეგმვა, კალენდრის კოორდინაცია და წინასწარი ორგანიზება;
** ფაილების მოწესრიგება, მონაცემთა ბაზების განახლება და სხვა საოფისე საქმეების შესრულება;
** სტუმრების მიღება, შეხვედრების მომზადება და საჭირო მასალების უზრუნველყოფა;
** ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა;
** თანამშრომლებთან, პარტნიორებთან და კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების უზრუნველყოფა მენეჯერის სახელით;
** სოციალურ ქსელებში წერილებზე პასუხების გაცემა;
** დირექტორის/მენეჯერის ინდივიდუალური დავალებების შესრულება პოზიციის ფარგლებში.
3. სტაჟირება მენეჯერის პოზიციაზე
** პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირება და კომუნიკაცია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;
** ფინანსური რეპორტინგის მხარდაჭერა;
** მიმდინარე და ახალი პროექტების მართვის პროცესში მონაწილეობა;
** ადმინისტრაციული ანგარიშგება და რეპორტინგი;
** ურთიერთობა დამკვეთებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან;
** ოპერაციული ფართის მოძიების პროცესში ჩართვა (საჭიროების შემთხვევაში);
** შიდა კომუნიკაცია კომპანიის დეპარტამენტებთან
** დირექტორის/მენეჯერის მხრიდან მინიჭებული კონკრეტული და მიზნობრივი ამოცანების შესრულება, რაც შესაძლოა მოიცავდეს როგორც ადმინისტრაციულ, ისე ანალიტიკურ ან საკომუნიკაციო სახის საქმიანობას.
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი (ოფისში)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 1-დან 3 თვემდე
ჩვენთან გელოდებათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: project.folie@gmail.com - სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განიხილება მხოლოდ ელფოსტაზე გადმოგზავნილი რეზიუმეები. რეზიუმეს გადმოგზავნის ბოლო ვადა არის 30 ივლისი
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს შემდგომი გასაუბრებისთვის.
კომპანია "პროჯექტ ფოლი" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, შერჩევის პროცედურების დასრულებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ხოლო თუ გსურთ რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე წაიშალოს ჩვენი მონაცემთა ბაზიდან, გთხოვთ, მოგვმართოთ: project.folie@gmail.com
|
|
|
|