დასახელება:
რესტორნის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ქართული რესტორანი
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
ქართულ ტრადიციულ რესტორანს ქალაქ გუანჯოუში, ჩინეთში, ესაჭიროება რესტორნის მენეჯერი.
ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ პიროვნებას, რომელსაც აქვს გამოცდილება მომსახურების სექტორში და სურვილი, ქართული კულტურა გააცნოს ათასობით უცხოელს ჩვენი რესტორნის მეშვეობით.
ადგილმდებარეობა:ჩინეთი (ქალაქი გუანჯოუ)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ხელშეკრულების ხანგრძლივობა მინიმუმ ორი წელი (განსაზღვრული ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს შეთანხმებით)
სავალდებულო მოთხოვნა:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება რესტორნის სფეროში;
** პოზიციაზე განიხილება მხოლოდ გოგონები;
** კომუნიკაბელური, ენერგიული, პოზიტიური განწყობით;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი და გონივრული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინგლისურ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** წინა სამსახურიდან წარმოდგენილი რეკომენდაციის წერილი.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და მომსახურება;
** ქართული მენიუსა და ღვინის კულტურის გაცნობა და რეკომენდაცია სტუმრებისთვის;
** ღონისძიებების დაგეგმვა, კოორდინაცია და ორგანიზება;
** ღვინის სადეგუსტაციო საღამოების გამართვა;
** მომსახურების ხარისხისა და სისუფთავის კონტროლი;
** მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებსა და პრეზენტაციებში.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** თვიური ხელზე ასაღები ანაზღაურება: $1000 USD;
** გაყიდული პროდუქციის მოცულობაზე დამოკიდებული ბონუსები;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური კვება სამუშაო დღეებში;
** ერთმხრივი ავიაბილეთი (საქართველოდან ჩინეთში);
** სამუშაო ვიზით უზრუნველყოფა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე შედგენილი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელ. ფოსტაზე: 2744726810@qq.com
გახდი ქართული სტუმართმოყვარეობის ელჩი ჩინეთში!
გისურვებთ წარმატებას!
გთხოვთ, ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|