Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648578&print=yes&view=jobs
 
ბრენდებთან კომუნიკაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდებთან კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
კომპანია "ავტობანი" აცხადებს შიდა ვაკანსიას ბრენდებთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე.

"ავტობანი" საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.
კომპანია "ავტობანის" მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდების წარმომადგენლებთან რეგულარული კომუნიკაცია;
** ბრენდების მიერ მოწოდებული მასალების მიღება და შენახვა: ლოგოები, ბრენდგაიდები, ფოტო/ვიდეო კონტენტი, პრეზენტაციები;
** ბრენდის საკომუნიკაციო სტანდარტების დაცვის მონიტორინგი კომპანიის ყველა არხზე (სოც. მედია, ვებსაიტი, ბანერები და ა.შ.);
** ბრენდების წარმომადგენლებთან მარკეტინგული ბიუჯეტების შეთანხმება, ერთობლივი კამპანიების დაგეგმვა და დამტკიცება;
** ბრენდების მიერ დაფინანსებული აქტივობების ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად კამპანიების შედეგების ანალიზის მომზადება ბრენდებთან წარსადგენად;
** დიზაინერებთან, სოც. მედია მენეჯერთან, კონტენტ მენეჯერთან ერთად ბრენდის მასალების დამუშავება, მარკეტინგის გუნდისთვის ბრენდის მოთხოვნების სწორად გადაცემა (ტონი, ვიზუალური სტილი და სხვ.);
** ბრენდებთან მარკეტინგული ანგარიშების მომზადება;
** ახალი იდეების ინიცირება და მარკეტინგის გუნდისთვის შეთავაზება;
** ბრენდთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით გეგმის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** სასურველია კომპეტენცია ავტოინდუსტრიის ბრენდების და ავტომობილის დეტალების მიმართულებით;
** მნიშვნელოვანია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგში ან ბრენდებთან ურთიერთობის მართვაში;
** საერთაშორისო ბრენდებთან, პარტნიორებთან ან მომწოდებლებთან კომუნიკაციაში გამოცდილების ქონა;
** საბაზისო ცოდნა მარკეტინგული KPI-ების შესახებ (reach, impressions, CTR, გაყიდვებზე გავლენა და სხვ.);
** ინგლისური/რუსული ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა (წერა/კითხვა/საუბარი) - ბრენდებთან ყოველდღიური კომუნიკაციისთვის;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კარგად განვითარებული კომუნიკაციური (ვერბალური და წერილობითი) უნარები;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაციისა და პროცესების კოორდინაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

კომპანია გთავაზობთ:

** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კვებას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ავტობანი 2000"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია