დასახელება:
დამლაგებელი
|
მომწოდებელი:
თრ უძრავი ქონება
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
კომპანია "თიარ უძრავი ქონება" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
ვინ ვართ ჩვენ?
თიარ უძრავი ქონება მომხმარებელს სთავაზობს საცხოვრებელ, კომერციულ და საცალო პროექტებს მაღალი დონის მახასიათებლებით და შესრულებით.
თიარ უძრავი ქონების ინვესტიციებია: აუთლუქ ვაკე / Outlook Vake - სამ სადარბაზოიანი, მაღალი, თანამედროვე შენობა, პრესტიჟულ, საცხოვრებელ უბან ვაკეში, თბილისში.
დიზაინ სტუდიო - მაღალი დონის საერთაშორისო ბრენდების სამზარეულოსა და ავეჯის შოურუმი.
ჩვენ ვეძებთ შრომისმოყვარე, ენერგიულ, პუნქტუალურ და ყურადღებიან ადამიანს, რომელიც იზრუნებს ჩვენი ოფისის და შოურუმის სისუფთავეზე.
მოვალეობები:
** სისუფთავის უზრუნველყოფა ოფისის და შოურუმის შიდა თუ გარე ტერიტორიაზე;
** მტვერსასრუტით და ორთქლის აპარატით დასუფთავება, მტვრის გადაწმენდა, დახვეტა, იატაკის მოწმენდა;
** ჭერის, განათებების, ზედაპირების, ავეჯის და სხვა ობიექტების მტვრისგან გაწმენდა;
** საპირფარეშოების, ნიჟარების და სამზარეულოს დანადგარების დახეხვა და სანიტარული დამუშავება;
** ჭურჭლის დარეცხვა;
** ნაგვის ურნების დაცლა;
** ჰიგიენური საშუალებების მარაგის კონტროლი;
** ფანჯრების გაწმენდა;
** კარადების, მაცივრების, სხვა სათავსოების თუ პროდუქტების შესანახი განყოფილებების სისუფთავის მუდმივი უზრუნველყოფა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** 24 დღიან შვებულებას ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში;
** ოფისი და შოურუმი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით თუ ინვენტარით.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 19:00 საათამდე
ხელფასი: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
მდებარეობა: თბილისი, ვაკე, ზურაბ ავალიშვილის 8
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@trgroup.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დიასახლისი", ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598 10 24 42.
|
|
|
|