Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648541&print=yes&view=jobs
 
ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: არქთრეიდი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
კომპანია "არქთრეიდი" 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიას შესრულებული აქვს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის არაერთი პროექტი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
არქთრეიდის ფუნდამენტური პრინციპებია ტექნოლოგიური უპირატესობა, საერთაშორისო სტანდარტებსა და რეგულაციებთან თანხვედრა, ეფექტური პროექტის მენეჯმენტი და რესურსების სწორი გადანაწილება, სწრაფი და რენტაბელური სერვისი, რაციონალური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები.

გადადი ბმულზე და გაიგე მეტი არქთრეიდზე: https://archtrade.ge/

კომპანია "არქთრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური ხასიათის პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების შემუშავება;
** სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა/მომზადება;
** საპროექტო დოკუმენტაციიდან მასალების მოცულობათა უწყისის მომზადება;
** არარესურსული და რესურსული განფასების BoQ (Bill of Quantities) მომზადება;
** მშენებლობის კალენდარული გრაფიკის მომზადება Time Schedule (Gant Chart);
** გადახდების გრაფიკის მომზადება (IPC Plan) და Cashflow მომზადება;
** შუალედური გადახდის სერტიფიკატის დამუშავება (ფორმა #2) / IPC (Interim Payment Certificate);
** ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის ყოველთვიურად განახლება/კორექტირება ფასების და ფორმა2-ების შესაბამისად;
** მიმდინარე პროექტებისთვის საჭირო მასალების ჩამონათვალის და მათი საკონტროლო დოკუმენტის MFC (Material Flow Chart) მომზადება;
** მიმდინარე პროექტებისთვის საჭირო მასალების შეკვეთის MRF (Material Request Form) მომზადება;
** ობიექტზე მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებაში;
** ხარჯების შედარება დამტკიცებულ ბიუჯეტთან და გადახრების ანალიზი;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება (Weekly, Monthly Reports);
** თანამშრომლობა სამშენებლო და ფინანსურ გუნდებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური/სამშენებლო მიმართულებით;
** სამშენებლო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვის და ანალიზის უნარი;
** MS office-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** MS Project-ის და AutoCAD-ის (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური უნარი;
** დროის რაციონალურად მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი (საჭიროების შემთხვევაში — სამშენებლო ობიექტზე ყოფნა)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ივლისი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია