Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=648533&print=yes&view=jobs
 
მორიგე ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ელექტრიკოსი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები.

ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მორიგე ელექტრიკოსის პოზიციაზე ენერგობლოკში.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; ცვლის გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:

** საზომი-საკონტროლო ხელსაწყოების შემოწმება და კონტროლი
** ენერგობლოკის სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი.
** დაგეგმილი გამაფრთხილებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ენერგობლოკის აღჭურვილობის ტექ-მომსახურება.
** ენერგობლოკის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით მიმდინარე საქმიანობისათვის მოთხოვნების ფორმირება.
** ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

კანდიდატის პროფილი:

** პროფესიული განათლება ენერგეტიკის მიმართულებით
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის, ელექტრო-ინჟინერიის მიმართულებით სასურველია საწარმოში
** ტექნიკის, საინჟინრო ქსელების, საკონტროლო-საზომი მოწყობილობების და ავტომატიკის ელემენტებთან მუშაობისა და ექსპლუატაციის გამოცდილება
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ყურადღება, დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა
** ცვლის გრაფიკით (დღის და ღამის) მუშაობის შესაძლებლობა

რას გთავაზობთ?

** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა
** ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: manufacturing_cau@pepsico.com 8 აგვისტომდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია