Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ქლუგერი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
კომპანია "ქლუგერი" მომხმარებელს სთავაზობს ჭკვიანი სახლისთვის საჭირო ტექნიკას: ჭკვიან საკეტებს, კამერებს, უსაფრთხოების სენსორებს და სხვა. ქლუგერის ჭკვიან სახლში, მუდმივად ვმუშაობთ მომავლის ცხოვრების შექმნაზე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი ჭკვიანი გადაწყვეტილებები, რომ გავამარტივოთ და უფრო კომფორტული გავხადოთ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

https://www.facebook.com/Kluger.ge?locale=ka_GE
https://kluger.ge/en/

მოქნილი სამუშაო გრაფიკი: შეთავსებით, (კვირაში 40 საათი);
საშუალო ანაზღაურება: 1000₾-1500₾ (ფიქსირებული + ბონუსი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო: სითი მოლი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის რეალიზება;
** პროდუქციის და სერვისების შესწავლა;
** აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდება/შეთავაზება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

უნარ-ჩვევები:

** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე - info@kluger.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე