Робота для біженців з України
მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
შემოუერთდი "TNET"-ს მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის (DBA) პოზიციაზე!

http://www.tnet.ge
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

შენი როლი თინეთში:

** სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზების (PostgreSQL, MySQL, SQL Server, MongoDB) ინსტალაცია, ადმინისტრირება, გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** არსებული ბაზების მოდიფიკაცია, განახლებები, მიგრაციები და კლასტერული გარემოს მხარდაჭერა;
** მონაცემთა ბაზების სარეზერვო კოპირების უზრუნველყოფა, მათი ტესტირება, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მონაცემების აღდგენა (მაგ. pgBackRest, Percona XtraBackup, mongodump);
** მაღალი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და შესაბამისი სისტემების კონფიგურაცია/მართვა (AlwaysOn, Percona XtraDB Cluster, Patroni);
** მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა — წვდომების, მომხმარებლებისა და როლების მართვა მოთხოვნის შესაბამისად;
** მონაცემთა ბაზების მუშაობის ოპტიმიზაცია: შესრულების ტუნინგი, ინდექსების ოპტიმიზაცია, რესურსების ეფექტური გამოყენება;
** ავტომატიზაციის სკრიპტების შექმნა და მართვა Linux გარემოში Bash-ის გამოყენებით;
** ავარიული აღდგენის გეგმის შემუშავება და მისი პერიოდული ტესტირება;
** რეალურ დროში პრობლემების დიაგნოსტიკა და გარჩევა (troubleshooting);
** მონაცემთა ბაზაში გამოვლენილი შეცდომებისა და უზუსტობების დროული აღმოფხვრა ბიზნეს პროცესების შესრულებისას;
** დეველოპერებთან, DevOps გუნდთან და რეპორტინგის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვისა და გამართვის პროცესებში მონაწილეობა.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან კომპიუტერულ მეცნიერებებში სასურველია;
** MySQL, PostgreSQL, MSSQL -თან მუშაობის გამოცდილება;
** რელაციური მონაცემთა ბაზების არქიტექტურის კარგად ცოდნა;
** სასურველია არარელაციური მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Shell სკრიპტინგი და linux-თან მუშაობის გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების Windows და Linux ზოგადი ცოდნა სასურველია;
** მონაცემთა ბაზების მართვის სისტემის სტანდარტული ინსტრუმენტების ცოდნა;
** SQL და PL/SQL ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** თანამედროვე სტანდარტულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის შესაძლებლობა.

თინეთში დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე