Робота для біженців з України
ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: Borusan CAT
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
კომპანია - "ბორუსან CAT საქართველოს წარმომადგენლობა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე (3-6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა - "ახალი გენერაცია ბორუსან კატში")

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო, კახეთის გზატკეცილი 118
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:30
დამატებითი ბენეფიტები: კომპანია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას და ლანჩს.

"ბორუსან CAT საქართველო" არის ამერიკული ბრენდის - Caterpillar-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში 1997 წლიდან (http://borusancat.ge/)

შესაძლებლობა გექნებათ:

** ახლოდან გაეცნოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობას.
** მიღოთ გამოცდილება საერთაშორისო კომპანიაში.
** იმუშაოთ ჩვენი კომპანიის გამოცდილ გუნდის წევრებთან ერთად.
** გაეცნოთ ჩვენს შიდა სამუშაო პროცესებს.
** მიიღოთ ფიქსირებული ანაზღაურება.

და რაც მნიშვნელოვანია, შეძლებთ მოხვდეთ ჩვენი კანდიდატების მონაცემთა ბაზაში. კომპანიაში ვაკანსიის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება ჩვენს კომპანიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის შევსება/დამუშავება
** 1C პროგრამაში ინფორმაციის შეტანა/დამუშავება
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აქტების შედარება კლიენტებთან
** კლიენტებთან ურთიერთობა/კორესპონდენცია
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ეკონომიკის/ბიზნესის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბუღალტრის კურს დამთავრებული
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე
** დროის მართვის, დაგეგმვის და ორგანიზირების კარგი უნარ-ჩვევები
** პროგრამების ცოდნა: MS Office
** სასურველია საბუღალტრო პროგრამის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიცია.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 31 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე