დასახელება:
ელექტრომრიცხვ. ექსპლუატაციის მე-4 თანრიგის ელექტრომონტიორი
|
მომწოდებელი:
თელასი
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 ივლისი
|
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს ვაკანსიას, კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობათა კონტროლის და მომსახურების ჯგუფის ელექტრომრიცხველების ექსპლუატაციის მე-4 თანრიგის ელექტრომონტიორის თანამდებობაზე
ძირითადი მოთხოვნები:
** საშუალო სპეციალიზირებული ელექტროტექნიკური განათლება;
** ელექტრო უსაფრთხოების არანაკლებ მე-3 ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა.
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა :Microsoft Windows - MS Office; (Word, Excel,) MS Outlook;
** საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები
** აღრიცხვის მოწყობილობების და კვანძების გამართული მდგომარეობისა და მუშაობის უზრუნველყოფა;
** აღრიცხვის კვანძების, ძალოვანი კაბელების, გამანაწილებელი კარადებისა და მრიცხველთა კარადების მომსახურება;
** გაუმართავი ცალფაზა ელექტრომრიცხველების შეცვლა;
** საზოგადოების ქსელში და აღრიცხვის კვანძებში არსებული გაუმართაობის აღრიცხვა და კონტროლი;
** ელექტროენერგიის სააღრიცხვო მოწყობილობების ჩვენებების სისტემატიური კონტროლი;
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
|
|
|
|