დასახელება:
ადმინისტრირების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Luca Polare
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას HR გუნდში ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე.
თუ შენი პროფესია გიყვარს და გსურს შენი ცოდნა ყველაზე ფერად და გემრიელ ბრენდთან მუშაობისას გამოიყენო, მაშინ გაგვიხარდება ჩვენს გუნდში შენი გამოჩენა!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა მიღების, შიდა გადაყვანისა და გათავისუფლების პროცედურების უზრუნველყოფა შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;
** პერსონალის შრომითი ხელშეკრულებების შემუშავება, დიჯიტალიზაცია და გაფორმება;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე დოკუმენტაციის შედგენა, კორექტირება, დაარქივება;
** HR პროგრამული სისტემის (self.ge) სრული მართვა;
** თანამშრომლების მონაცემთა ბაზების მართვა (მაგ. შვებულება, ბიულეტენი და სხვა.)
** პერსონალის ბენეფიტებთან დაკავშირებული სერვის-პროვაიდერების არჩევა, მოლაპარაკება და თანამშრომლობა (მაგ. დაზღვევა, ტელეფონების ოპერატორი კომპანია)
** კორესპონდენციის მართვა აღრიცხვა მოწესრიგება და წარმოება;
** თანამშრომელთა ტრენინგების და სასწავლო პროგრამების ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია იურიდიული განხრით;
** ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** Self.ge-ის მიმართულებით სასურველია მინიმალური გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
განაცხადი გამოგვიგზავნე hr@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრირების მენეჯერი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 8 აგვისტო, 2025 წელი
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" .კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|