Робота для біженців з України
ინტერესების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერესების მენეჯერი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 28 ივლისი
"ტერაბანკში" ინტერესების მენეჯერს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

** გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** გსურს კარიერული განვითარება და საკუთარი ცოდნის/შესაძლებლობების რეალიზება;
** შეგიძლია ექსელის ფაილების დამუშავება (მინიმუმ საშუალო დონეზე);
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სიამოვნებას განიჭებს საჩუქრების შერჩევა და ღონისძიებების ორგანიზება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე;
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ჰიბრიდული რეჟიმი (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + გაიცემა წლიური ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე

შენი მოვალეობა იქნება:

** ტერაბანკის პრემიალური კლიენტების - სელექტების - ინტერესების კვლევა და მათთვის Lifestyle მიმართულებით შეთავაზებების მომზადება;
** პრემიალური კლიენტებისთვის პერსონალიზებული საჩუქრების მოძიება და ადრესატებთან გაგზავნა;
** სელექტ კლიენტებისთვის ჯგუფური ღონისძიებების ორგანიზება მათთვის საინტერესო ინტერაქტიური აქტივობებით;
** ბრენდირებული მასალების დამზადება სტამბებთან თანამშრომლობით;
** რეპორტინგი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | ინტერესების მენეჯერი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 28 ივლისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე