დასახელება:
ონლაინ შიდა განვადების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
"კონტაქტ ჰოუმი"-ს გუნდში ვეძებთ ონლაინ შიდა განვადების სპეციალისტს.
"კონტაქტ ჰოუმი`` არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ო. ონიაშვილის ქუჩა №2;
ონლაინ შიდა განვადების სპეციალისტი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:
** შემოსული შიდა განვადების განცხადებების განხილვა;
** ყოველ კვირეული რეპორტის მომზადება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა რისკების მართვის განყოფილებაში;
** ონლაინ მომხმარებლის დარეგისტრირება პროგრამაში;
** პროგრამაში მონაცემების ასახვა და ხელშეკრულების გაფორმება;
ონლაინ შიდა განვადების სპეციალისტს, რომელსაც აქვს:
** უმაღლესი განათლება ან არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მუშაობის გამოცდილება საკრედიტოსა და მომსახურების სფეროში;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** რუსული/ინგლისური სასაუბრო დონეზე ცოდნა;
ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:
** გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** სამუშაო საათები: 11:00-20:00, ერთი საათი შესვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 08 აგვისტო (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-ოპერატორი").
გისურვებთ წარმატებას!
** მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|