დასახელება:
სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე.
განაკვეთი: სრული
პროექტის ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: აბასთუმანი
ძირითადი ამოცანები:
** სამშენებლო სამუშაოების შემსრულებლებთან სახელმძღვანელო საპროექტო და სხვა გადაწყვეტილებების დროულად არსებობის უზრუნველყოფა;
** სამშენებლო სამუშაოებში სტანდარტებიდან და მოთხოვნებიდან გადახრების მინიმალურ ვადებში აღმოჩენის გზით სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფა;
** სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისი სამუშაოების ზუსტად და სრულად აღრიცხვა და დადასტურება დროული და სწორი ანაზღაურებისთვის.
ფუნქციები:
** შემსრულებლებთან სამუშაოების სწორად წარმოებისთვის აუცილებელი საპროექტო და სხვა სახის გადაწყვეტილებების (პროექტების, ნახაზების) არსებობის კონტროლი;
** საპროექტო გადაწყვეტილებების მიწოდებაზე კონკრეტული მოთხოვნების დაყენება პროექტის მენეჯმენტთან ან/და შესაბამის დელეგირებულ პირთან;
** საპროექტო გადაწყვეტილებების სრულად და სწორად განხორციელების და მშენებლობის სტანდარტების დაცვის ყოველდღიური ან/და საჭირო ვადებში კონტროლი;
** გადახრების და დარღვევების მინიმალურ დროში აღმოჩენა, დასურათება და დოკუმენტირება (დააქტება);
** გადახრებზე და დარღვევებზე შემსრულებლების და პროექტის მენეჯმენტის ან/და შესაბამისი დელეგირებული პირის ინფორმირება;
** გადახრებისა და დარღვევების აღმოფხვრის გეგმების მომზადების უზრუნველყოფა (დაგეგმვა, ვადების დაზუსტება, თანმიმდევრობის განსაზღვრა);
** გადახრებისა და დარღვევების სრულად და სწორად აღმოფხვრის მონიტორინგი (დასურათება, დააქტება, დაარქივება);
** მასალების სტანდარტებთან და სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი, გადახრებზე და შეუსაბამობებზე რეაგირება (ხარისხის სერტიფიკატებთან, ასევე პროექტის და დამკვეთის მოთხოვნებთან და ა.შ.);
** მისაღები (სამშენებლო და სხვა სახის სტანდარტებთან შესაბამისი) სამუშაოების ზუსტად აღრიცხვა და ანაზღაურებისთვის საჭირო მოთხოვნების მიხედვით მოცულობების დადასტურება;
** შემსრულებლების მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;
** ფარული სამუშაოების შესრულების კონტროლი და შესაბამისი აქტების შედგენა-დამოწმება;
** სამუშაოების დასრულებული ეტაპების ჩაბარება, მათი პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის დამოწმება.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** უმაღლესი ტექნიკური (სამშენებლო მიმართულებით) განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამშენებლო პროექტებში სამუშაო გამოცდილება;
** სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა, სასურველია CAD პროგრამების კარგი ცოდნა;
** ქართული ენის და ინგლისური ენის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის (წერითი, ზეპირი) უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** საჭირო თვისებები: გუნდურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა, კეთილსინდისიერება, პუნქტუალობა; პასუხისმგებლიანობა, პრინციპულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2025 წლის 07 აგვისტოსი
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|