Робота для біженців з України
პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მენეჯერი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოში" ველოდებით გამოცდილ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მენეჯერს.

სააგენტოს მიზანია:

** ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.
** სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-ზე მეტ ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას.

სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი.

მოთხოვნები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

ფუნქციები:

** ციფრული სისტემების განვითარების, დანერგვის და მხარდაჭერის პროექტების დაგეგმვა;
** პრიორიტეტების განსაზღვრა, რესურსების განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** გუნდის მართვა და სამუშაოების ეფექტური გადანაწილება;
** გუნდში თანამშრომლების, პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის მხარდაჭერა;
** სისტემების ხარისხის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** ინოვაციების მხარდაჭერა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა;
** ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** მრავალფეროვან პროექტებს;
** პროფესიულ განვითარებას.

კონკურსის ეტაპები:

** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 08.08.2025

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე