დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
More Beauty
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
კომპანია "MORE BEAUTY" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას
მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის პროდუქტების გაცნობა და კონსულტაციის გაწევა
** სალაროს პროგრამაში BALANCE-ში მუშაობა
** CRM-ში მომხმარებლების აღრიცხვა
** პროდუქტების თაროზე განთავსება და მოწესრიგება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სალაროს აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ფულადი ოპერაციების წარმოების ცოდნა
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
გრაფიკი
** კვირაში 6 დღე
** 5 დღე 10:00-16:00 მდე ან 16:00დან-22:00მდე
** 1 დღე 10:00-22:00 მდე (ზეგანაკვეთური ანაზღაურებით)
** მისამართი: ილია ვეკუას 1, სავაჭრო ცენტრი City mall გლდანი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსები (საშუალო ხელფასი)1200-1300 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@morebeauty.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ " გაყიდვების კონსულტანტი"
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|