დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ღვინის კომპანია 91
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
ღვინის კომპანია "91" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე, ვინც იმუშავებს HORECA-ს მიმართულებით, განავითარებს ბრენდის პორთფელს ახალი ობიექტების დამატებით და იმუშავებს პარტნიორ რესტორნებსა თუ სასტუმროებში გაყიდვების სტიმულირებისთვის.
91 თავისულების იდეით შთაგონებული ქართული ღვინის ბრენდია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებთან. "91"-ის მიზანია დაარღვიოს სტერეოტიპები და წარმოაჩინოს ქართული ღვინის ნამდვილი პოტენციალი.
პოზიციის დასახელება: ბრენდ მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 მდე
სახელფასო ანაზღაურება: 1500 დან 2500 ლარამდე (ფიქსირებული + ბონუსი)
სამუშაო აღწერილობა:
** რესტორნების მოძიება, მათთან საჭირო კონტაქტების დამყარება, მოლაპარაკებების წარმოება
** რესტორნებთან მოლაპარაკებები მენიუში და სტენდზე განთავსებებზე
** რესტორნებში გაყიდვების და განთავსებების მონიტორინგი
** რესტორნებში დეგუსტაციის პროცესის ორგანიზება
** რესტორნებთან და მარკეტებთან კოლაბორაციის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოგროვება
** მარკეტებსა და რესტორნებთან დავალიანებებისა და მარაგების მართვა
** საბაზრო კვლევების, სხვა მარკეტინგული და PR აქტივობების მხარდაჭერა
** ახალ ბაზრებზე ინფორმაციის მოძიება როგორც სამაგიდო კვლევით, ასევე სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით
** ბაზარზე შესვლის სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება
** უკუკავშირის მიღება მარკეტებისა და რესტორნებისგან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია ბრენდებზე მუშაობის მიმართულება
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
როგორ უნდა წარადგინოთ განაცხადი?
თუ მზად ხართ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე apetriashvili@91.wine
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბრენდ მენეჯერი"
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 07.08.2025
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|