Робота для біженців з України
მედიკამენტების რეგისტრაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედიკამენტების რეგისტრაციის მენეჯერი
მომწოდებელი: იბერი+
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
ფარმაცევტული კომპანია "იბერი +" აცხადებს ვაკანსიას მედიკამენტების რეგისტრაციის მენეჯერის თანამდებობაზე

სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** ფარმაცევტული წარმოებისა და წამლის რეგისტრაციის შესახებ კანონებში და კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების მეთვალყურეობა და მოძიება
** სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღება, დახარისხება, აღრიცხვა
** სარეგისტრაციო ფაილების მომზადება და შემოწმება რეგისტრაციის მოთხოვნების შესაბამისად
** წამლის სააგენტოში ჩასაბარებელი სარეგისტრაციო წერილების მომზადება
** რეგისტრაციის ხელშეკრულებების მიხედვით ინვოისების გამოწერა და ა.შ.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში რეგისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა

აუცილებელი უნარები:

** გამართული კომუნიკაციის/გადმოცემის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** სწორი და შედეგიანი მოლაპარაკების წარმოების უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** პრეზენტაბელურობა
** ენერგიულობა
** შრომისმოყვარეობა.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: 8 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
** შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე: hr@iberiplus.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე