დასახელება:
უთოს ოპერატორი
|
მომწოდებელი:
CleanArt Laundry
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
"CleanArt Company" აცხადებს ვაკანსიას უთოს ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები / Net)
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღიურად: 10:00 - 19:00 - კვირაში 1 დასვენების დღე
ძირითადი მოვალეობები:
** დამუშავებული ტანსაცმლის დაუთოება შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** ტანსაცმლის ვიზუალური დათვალიერება და ხარვეზების გამოვლენა უთოებამდე;
** რეკომენდაციების გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის მასალისადმი განსხვავებული მიდგომის გამოყენება;
** დაუთოებული ტანსაცმლის მოწესრიგება და გადაცემისთვის მომზადება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში - სხვა ადმინისტრაციული ან ტექნიკური ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** სისუფთავის და წესრიგის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა, სიზუსტე;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ: "უთოს ოპერატორი".
|
|
|
|