Робота для біженців з України
სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"მეამა" აცხადებს სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში .

თუ გსურთ, იმუშაოთ პროფესიონალების გუნდში, გაეცნოთ თანამედროვე ფინანსურ პროცესებს და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება ერთ-ერთ დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, მაშინ ეს სტაჟირება სწორედ თქვენთვისაა.

ლოკაცია : თბილისი, გივი ამილახვრის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი - ნახევარი განაკვეთი
სტაჟირების პერიოდი - 2 თვე
ვაკანტური ადგილი - 10
ანაზღაურება - 500 ლარი

ჩვენ არ გთხოვთ გამოცდილებას, მთავარია:

** იყო ფინანსური მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** გქონდეს სურვილი და ინტერესი, რომ შენი ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინო.

ჩვენ გთავაზობთ:

** რეალურ შესაძლებლობას, რომ თქვენი ცოდნა გამოიყენოთ პრაქტიკაში:
** შეიძინოთ ძალიან საინტერესო და სწორი გამოცდილება;
** შესაძლებლობას, რომ განვითარდეთ და გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი.

სტაჟირების შემდგომ, მოხდება კანდიდატების შეფასება და დასაქმება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meama.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 8 აგვისტო

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე