GM Pharmaceuticals წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA 2017 წლიდან დღემდე ინარჩუნებს პირველობას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.
ვამაყობთ 650-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი).
"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა და კონსულტირება ადმინისტრაციული, ბიზნეს და შრომითი სამართლის მიმართულებით;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, მინდობილობები, ბრძანებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება;
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიების, ნებართვების და პროექტების მომზადება, ცვლილებების შეტანა.
** კომპანიის ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, ასევე საქართველოს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
** კორესპონდენციის წარმოება კომპანიის პარტნიორებთან ან/და მესამე პირებთან;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა, რუსული - სამუშაო დონეზე.
** MS Office-ის ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 08 აგვისტოსი. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
ამასთან, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hcm@gmpgeo.com
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
|