Робота для біженців з України
საბაჟოსთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟოსთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: GM Pharma
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
GM PHARMA (GM Pharmaceuticals LTD) წარმოადგენს 25-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA 2017 წლიდან დღემდე ინარჩუნებს პირველობას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

ვამაყობთ 650-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი).

"GM PHARMA" აცხადებს ვაკანსიას საბაჟოსთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი / 09:00 - 18:00

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ, ყოველწლიურად მზარდ ანაზღაურებას
** სოციალურ პაკეტს (სატელეფონო და მგზავრობის ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბაჟო ტერმინალებიდან ინფორმაციების მოძიება ტვირთების მოძრაობის შესახებ;
** პროდუქციის განბაჟებისთვის წინასწარი პირობების შეთანხმება;
** პროდუქციისთვის საბაჟო კოდების მინიჭება;
** დეკლარაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
** საბაჟო სამსახურთან ურთიერთობა, შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება, ხარვეზების აღმოფხვრა;
** პროდუქციის მიღების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და განბაჟებული ტვირთის გადაბარების უზრუნველყობა ადრესატზე;

საჭირო განათლება და კვალიფიკაცია:

** განათლება: საშუალო ან უმაღლესი განათლება (უპირატესობად ჩაითვლება ლოგისტიკის, მენეჯმენტის ან რელევანტურ სფეროში განათლება);
** ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები: Excel, Word პროგრამების ცოდნა სამუშაო დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საბაჟო კოდექსისა და შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

წარმატებული კანდიდატი უნდა იყოს:

** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური, პასუხისმგებლობიანი და გუნდური;
** პრობლემების გადაჭრისა და დავალებაზე დროული რეაგირების უნარის მქონე;

მნიშვნელოვანია B კატეგორიის მართვის მოწმობისა და საკუთარი ავტომობილის ქონა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივლისის და გთხოვთ, წერილის საგნის ველში (subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

ამასთან, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hcm@gmpgeo.com
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე