დასახელება:
ხორცის განყოფილების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
თურსა
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: ხორცის განყოფილების კონსულტანტი.
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.
ძირითადი მოვალეობები:
** შესაბამისი ხორცის პირველადი დამუშავება;
** ხორცპროდუქტების დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით;
** ხორცპროდუქტების იერსახის, შენახვის პირობების და ვადების კონტროლი;
** სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების და წესების დაცვა, ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება;
** ხორცპროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** სისწრაფე, ენერგიულობა;
** შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლა.
** სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს, ან შეთანხმებით 7 საათიანი გრაფიკით.
** ანაზღაურება: 1200 ლარი.
** + ჯანმრთელობის დაზღვევა და მეცამეტე ხელფასი;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე Hr@tursa.ge და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ყასაბი".
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
|
|
|
|