დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
STREAM
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 ივლისი
|
ვაცხადებთ ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კომპანია Benet-ის სამშენებლო მაღაზიისათვის.
კომპანია Benet-ის სამშენებლო მაღაზია მდებარეობს მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსებით სავსე უბანში და მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და სარემონტო მასალების ფართო არჩევანს (https://www.facebook.com/benetuniversal/), რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან პროდუქციას და ინოვაციურ გადაწყვეტებს როგორც საცალო, ისე კორპორატიული მომხმარებლისთვის.
კომპანია, ბიზნესის გაფართოების და გრძელვადიანი განვითარების კონტექსტში, ეძებს მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გააძლიერებს კომპანიის პოზიციებს ბაზარზე და უზრუნველყოფს გაყიდვების მუდმივ ზრდას.
სამუშაო ადგილი: დისტანციური/ ჰიბრიდული
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ინფორმაცია მაღაზიის შესახებ: სავაჭრო სივრცე 120 კვ/მ, 4 თანამშრომელი, 5500-6000 დასახელების პროდუქტი
ანაზღაურება: ანაზღაურების და ბონუსების ოდენობა დაზუსტდება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიული კლიენტების მოძიება, კომერციული მოლაპარაკებების წარმართვა და გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
** სამშენებლო სექტორზე მორგებული გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა განხორციელება;
** სტრატეგიის შესაბამისი პრეზენტაციებისა და შეთავაზებების მომზადება და კლიენტებისთვის წარდგენა;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, საჭიროებების იდენტიფიცირება;
** მარკეტინგთან და ლოჯისტიკასთან თანამშრომლობა ოპტიმალური გაყიდვების პროცესისთვის;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანგარიშგება მენეჯმენტთან
** ტენდერებში მონაწილეობა და სავაჭრო შეთავაზებების მომზადება
** სპეციალიზებული პროგრამების გამოყენებით ინვენტარისა და გაყიდვების მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** საცალო ვაჭრობაში გამოცდილება, სასურველია სამშენებლო მასალების, ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სექტორში გამოცდილებას)
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გაყიდვების პროცესების სტრატეგიული დაგეგმვის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური, ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს კომპანია Benet გთავაზობს:
** გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივას, ზრდის და განვითარების შესაძლებლობას კომპანიაში, რომელიც გეგმავს ქსელური მაღაზიების შექმნას და გაფართოებას;
** კონკურენტუნარიან ხელფასს და საბონუსე სისტემას, რომელიც დამოკიდებულია შედეგებზე;
** მეგობრულ გუნდს და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
** შესაძლებლობას გახდეთ ამბიციური პროექტის ნაწილი და შეიტანოთ წვლილი მის განვითარებაში.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 22 ივლისისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|